четверг, 10 марта 2016 г.

ინტელის პროექტი

 ოქროს კვეთა


     რენინგის პირველ დღეს გავეცანით პროგრამას რომლის მიხედვითაც ვიმუშავებდით ტრენინგის პერიოდში. შევადგინეთ სამუშაო გეგმა დავიწყე მასალების შეგროვება/ რომელიც საჭიროდ ჩავთველე გეგმის ჯერ შედგენისა და შემდეგში შესასრულებლად. შევარჩიე პროექტის თემა და დავიწყე ფიქრი პროექტის არსზე კავშირზე ცხოვრებასა და ამ თემას შორის.


   გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს: გავეცანი მაღალი დონის სააზროვნო უნარებს კრიტიკულ აზროვნებას ცოდნის გამოყენებასა და შემოქმედებით აზროვნებას.
   პროეტის პორტფოლიოს შესაქმნელად განვსაზღვრეთ კონკრეტული სასწავლო მიზნები შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასების გეგმა და დავგეგმეთ აქტივობები.
    გავეცანით პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს მოვამზადეთ გამოცემის ჩეკლისტი გავეცანით გამოცემის მომზადების წესებს.
    დავგეგმეთ სასწავლო პროექტები: მე ავირჩიე "ოქროს კვეთა" პროექტის მოსამზადებლად მოვიძიე დამატებითი რესურსები გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას: მვედით დასკვნამდე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს პროექტის მომზადებაში მოსწავლეთა ჩართულობას.
     ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. პროექტის შეფასების დროს როგორ უნდა გამოვიყენოთ დროში გაწერილი შეფასება შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
   გავეცანით პრეზენტაციის მომზადებას სასწავლო პროექტებზე როგორ შევქმნათ მონახაზი და როგორ მოვამზადოთ პრეზენტაციის ძირითადი ელემენტები.
      ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ გავეცი პასუხი კითხვებს: როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს სწავლებისა და სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და როგორ ვუზრუნველვყოფ ინტერნეტის პასუხისმგებლობითა და კომპედენტურ გამოყენებას.  
           გავეცანი სასწავლო ნიმუშების შექმნას და გავერკვიე თუ როგორ არის შესაძლებელი დამეხმაროს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოლოდინების ზუსტ განსაზღვრაში და  სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში და როგორ უნდა ვუზრუნველვყო  მოსწავლეების მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა საპროექტო დავალებებზე მუშაობისას.
         გავარკვიე თუ როგორ არის შესაძლებელი შევაფასო მოსწავლის სწავლა და როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში მომეწონა, უკუკავშირის მიღების გათვალისწინება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად.
            ვისწავლე როგორ უნდა  დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები  და გავაკეთე ასეთი დასკვნა: "ინტელის ძირითადი კურსი ტექნოლოგიების სწავლებაში ინტეგრირების ერთ-ერთი ეფექტური შესაძლებლობაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий